დაუყოვნებლივ გავფრინდებოდი,
შემოვუფრენდი მთელ დედამიწას,
ბოლოს აქ, შენთან დავფრინდებოდი.
გემი რომ მქონდეს ოკეაანეებს,
გადაუცურავს არ გავუშვებდი,
სულ ყველა ზღვაზე ვილივლივებდი
და ბოლოს ღუზას აქ ჩავუშვებდი.
ფუნჯი რომ მქონდეს, ხატვა შემეძლოს,
სამყაროს ყველა ხედს დავხატავდი,
მაგრამ ყველაზე ლამაზ ფერებში,
ჩემო სამშობლოვ! შენ დაგხატავდი.
სმენა რომ მქონდეს, მღერა შემეძლოს,
მსოფლიოს სცენებს ყელს ვიღერებდი,
ბოლოს კი მაინც იავნანას და
გედის სიმღერას აქ ვიმღერებდი.
სამართალი რომ ჩემ ხელში იყოს,
სასჯელს არავის გავუდიდებდი,
სულის გასაღებს მოვუძებნიდი,
იქ, ადამიანს გავუღვიძებდი...
ნეტავი მქონდეს იმის შეძლება,
ცხოვრებას არვის გავუჭირვებდი,
ვისაც პატარა, ცივი გული აქვს,
გავუთბობდი და გავუდიდებდი.
და სააკაძის პაატასავით,
ჩემო ქვეყანავ! თავს გავწირავდი,
თუკი შენ, საზღვრებს ნიკოფსიიდან,
დარუბანდამდე კვლავ გასჭიმავდი.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1