
შენი დარით და ავდრით...
ხან სადედოფლო ქოშით,
ხან დახეული სანდლით...
ხან სავალს ქარგავ იით...
ხან ეკალ ბარდებს ძიძგნი...
ღმერთს სთხოვ, გასწავლოს ცოდვილს,
რაც ვერ ისწავლე წიგნით...
ხან მზეს სთავაზობ მოყვასს...
ხან სხვისი გულით თბები...
მაინც გტკივა და გეწვის
დაგონჯებული ფრთები...
იარე... თესე მადლი...
სხვას ნუ დაუწყებ ლოდინს...
დადე ღიმილი ქვაზე...
შენს უკან ვიღაც მოდის.
მარიამ კოზმანაშვილი


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев