Предыдущая публикация
შენთვის ვილოცე შვილო!..
შენ რომ არასდროს გტკიოდეს,
ყოველთვის კარგად იყო!..
მე რომ სანთელი ავანთე,
შენთვის ავანთე შვილო...
რომ შენი ფიქრი განათდეს,
არასდროს დაიჩივლო!..
ჩემი ხატებთან ვედრება
შენს მზეგრძელობას ნიშნავს,
როცა შენ გაჩნდი ამ ქვეყნად,
ჩემში სხვა ღმერთი იშვა...
სხვა გულისცემა გავიგე,
ჩემზე ათასჯერ თბილი,
უფალი ასგზის ვადიდე-
ტკბილი ყოფილა შვილი!..
ფიქრით დარდები მოვზიდე,
ღამე არ ვიცი ძილი,
შენ რომ იმედად გყოფნიდე,
ხელში აყვანილს გივლი...
ერთმანეთს ვერ მოვცილდებით,
როგორც "თითი და ფრჩხილი",
უფალო,არ დაგვაშორო,
არასდროს დედა-შვილი!..
ია ნანეიშვილი


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5