Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
არავის შერჩება სიცრუე გულთან,
ყოველთვის ტკივილით სრულდება სიყალბე,
ყოველთვის მარცხდება ღალატი სულთან...
კაცებო,სახლის ჭერქვეშ წარბი არ ასწიოთ,
არასდროს იხმაუროთ საკუთარ ზღურბლთან,
ღვთისმშობლის ხატის წინ მისული ლოცვებად-
მერე ვერ იქნებით მართალი...სუფთა...
კაცებო,თქვენს სიტყვას არასდროს ჩაუაროთ,
არასდროს წაიღოთ ნათქვამი უკან,
დაჰპირდით?!!!!-
მიდით და კაცურად შეასრულეთ,
შეუძლებელიც შეგეძლოთ უნდა!
კაცებო,თქვენს გამო თუ რაღაც ეტკინათ,
დადრდები თქვენს გამო თუ ჩნდება ჩუმად,
უნდა გაამზეოთ....უნდა გაადაროთ...
ბოდიშიც ითხოვოთ....
ბოდიში - თუნდაც!!!!
კაცებო,თქვენივე ''ნახევრებს'' მოუფრთხილდით,
თქვენზეა ის წვიმს, თუ თავს გადებთ გულთან,
აუგი არ დაგცდეთ,
აუგი სიყვარულთან-
არავის შერჩენია სიცრუე გულთან...
.......................
კაცებო,სიყვარულთან არაფერი შეგეშალოთ!
დიკა სალაყაია

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев