-ჰო.
-არა, შენ ვერ ხედავ.
-როგორ არა, ვხედავ, ხეებს იქეთ, რომაა, ვხედავთქო.
-მერე?
-რა მერე? ქოხია რა...
-აი მე კიდე ქოხის გარდა სხვა რამეებსაც ვხედავ.
-ალბათ გადაიღალე და გეჩვენება რაღაც, წამოდი წავიდეთ გვიანია უკვე.
-მოიცა... არ გაინტერესებს მაინც რას ვხედავ?
-რას აბა? მოჩვენებეს? თუ სულებს?
-არა, შენ
-ჰო? იმიტომ, რომ წინ გიდგავარ სულელო.
-არა, სხვანაირს, მოხუცს, მეც მოხუცი ვარ, სახლში ვზივარ ბუხართან და გელოდები, შენ შეშის მოსატანად ხარ წასული და სიმწრით მოათრევ შენზე ორჯერ მოხრილ კუნძს, აუ უკვე სახლში შემოხვედი, შუბლზე მაკოცე და ჩამოჯექი, დაღლილი ხარ ძალიან, სუფრა გავაწყეთ და დავსხედით. როგორც ყოველთვის თვალებში მუყურებ და მეუბნებუ, რომ უგემრიელესია, მე ვწითლდები, როგორც ყოველთვის. აი უკვე ჭამას მორჩი, სუფრას ვალაგებ, შენ მეკითხები მოხმარებაა ხომ არ მინდა? მე კიდე გპასუხობ, რომ არა და შგიძლია დაისვენო. მერე ჩვენს პატარა ბიბლიოთეკაში გადიხარ, აი სასტუმრო ოთახის გვერდით რომაა იქ, და ჩუმად იღებ შენი ლექსების რვეულს, ლექსების, რომლებიც არ გამოგიქვეყნეს, ამბობს არც იყო გამოსაქვეყნებელიო, მაგრამ დღემდე სწუხხარ, მერე მეც შემოვდივარ და გთხოვ რომ წამიკითხო ერთი ლექსი, და იცი რომელ ლექსს კითხულობ, გაცნობის დღეს, რომ დამიწერე აი იმას, ზუსტად ისე კითხულობ როგორც პირველად, და მეც ზუსტად ისე გისმენ თითქოს პირველად მესმის, მერე თვალები ცრემლებით გევსება, კინოკადრებივით მიფრინავს ჩვენი ცხოვრება წინ და ვხვდებით, როგორ გაგვიმართლა რომ ერთმანეთი გვყავს, და ისე ვცხოვრობთ, რომლის მხოლოდ წარმოდგენაა შესაძლებელი... მერე შენთან მოვდივარ, გეხუტები და გეუბნები რომ მიყვრხარ, იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე....


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1