გვავიწყდება, რომ შეიძლება ნებისმიერი დღე უკანასკნელი აღმოჩნდეს ჩვენთვის, ამიტომ ყოველი დღე, წუთი და წამი დასაფასებელია. თითქოს სამუდამოდ აქ ვრჩებოდეთ, არ ვცდილობთ დროის სათანადოდ გამოყენებას და ვკარგავთ უამრავ ბედნიერ წუთს. ხშირად, მომავლისთვის ვდებთ იმას, რისი გაკეთებაც დღესაა შესაძლებელი და ხვალ შეიძლება გვიანი აღმოჩნდეს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არავინ იცის რამდენ ხანს იქნება ამ ქვეყნად, ამიტომ გამუდმებით უნდა ვცდილობდეთ რაც შეიძლება მეტი ბედნიერი დღე ვაჩუქოთ საკუთრ თავს და გარშემომყოფ ადამიანებს. რაც არ უნდა ხანმოკლე იყოს ჩვენი ცხოვრების გზა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთ დღეშიც შეიძლება უამრავი კარგი საქმის გაკეთება."


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев