Предыдущая публикация
თითქოს აქ სიტყვებს სუნთქვა აკლია,
გაზაფხული ვარ იის გარეშე,
და ყველაფერი ჩემთვის მკრთალია.
შენი ღიმილი მზის ღიმილია,
ჩემი მუზა და ქარიშხალია,
შენი თვალების სიყვარულით კი,
ჩემი ლექსები მუდამ მთვრალია.
ფუნჯებს შევკრავ და ჩემი პალიტრით
ფერადს დავხატავ ცაზე გვირილებს,
როცა ინატრო ასასრულებლად,
ვარსკვლავებივით ციდან იწვიმებს.
ვერ მოგატყუებ არ შემიძლია,
ეს ჩემი გული შენით სავსეა,
მიყვარხარ ძლიერ როგორც არასდროს
და ყოველი დღე, იცი? ასეა.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1