
როგორ ვარ ვიტან ფუჭად ნათქვამ სიტყვა "მიყვარხარ"-ს... რა საჭიროა ამდენი თვალთმაქცობა, უბრალოდ თქვით, რომ არ ვარ თქვენთვის ისევ ისეთი ძვირფასი მეგობარი როგორიც ადრე! ეს ხო სათქმელად ასე მარტივია?! მხოლოდ მაშინ "გიყვარვართ", როცა რამე გჭირდებათ და ჩემგან დახმარებას ელით! ფფუუ... მართლაც რა საშინელია ეს ყველაფერი! თავიდან მეგობრობას, რომ გეფიცებიან, ვითომ ძალიან უყვარხართ, ხშირად გწერენ, გელაპარაკებიან, მოგიკითხავენ და თოთქოს მართლა იჯერებ, რომ რაიმეს წარმოადგენ იმ ადამიანისთვის, შემდეგ კი ეს ყველაფერი სადღაც ქრება, სადღაც იკარგება და რჩები მარტო, სულ მარტო და გიწევს ამ ყველაფერზე ფიქრი, გინდა გამოასწორო ეს ვითარება, მაგრამ არ გამოგდის, ბოლოს იღლები და ხვდები რომ ეს ყველაფერი ფუჭია და შენც სწორედ ისე განაგრძობ ცხოვრებას, როგორც ის ადმიანები რომელსაც არ აინტერესებ! რა საშინელებაა ეს ყველაფერი, რა ამაზრზენი! რა საცოდავია ზოგიერთი! მართლაც რომ საცოდავი! ისინი არც ახლა არ არიან არაფერი და არც არასდროს არ იქნებიან! მაგრამ მეც ვისწავლი ოდესმე ჭკუას და შევძლებ მათ გარეშე ცხოვრებას! ადრე ვცდილობდი ყველას კარგად მოვქცეოდი მათი სტატუსის მიუხედავად, მათი საქციელების მიუხედავად... ახლა? ახლა შევიცვალე აზრი! მე იმას გავაკეთებ რაც სწორად მიმაჩნია და მხოლოდ ჩემი მშობლების აზრს გავითვალისწინებ! მხოლოდ მათ აზრს და იმ ერთი ადამიანის ვინც სიცოცხლეს მირჩევნია! ვინც ვიცი არასდროს დამტოვებს და ყოველთვის ისეთი ვეყვარები როგორიც ვარ! მე მაინც მივაღწევ ჩემსას მაინც გავხდები წარმატებული ადამიანი და ვნახავთ ბოლოს ვინ დარჩება მოგებული არ მაინტერესებს რას ფიქრობთ ჩემზე, შეიძლაბა ცანცარა ვარ, ცოტა სულელიც, რადგან ყველანი ასე ძალიან მიყვარხართ (ისინი ვინც არ იმსახურებთ), მაგრამ მე რაღაცას წარმოვადგენ მაინც თქვენგან განსხვავებით! თქვენ კი? თქვენ არაფერს, საერთოდ არაფერს! ბოლოს ყველა მიხვდება მართლა ვინ ვარ, მაგრამ ეს ბოლოს მოხდება... ბოლო კი მართლა ბოლო იქნება, ბოლო ჩემთვის! ბოლო ამ ყველაფრისთვის!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1