სადმე, ტყის პირას... ან მთასთან... ანდა ზღვასთან...
ჩალის სახურავს, ჩალის ტახტსა და საწოლს
რომ გაიყოფენ , ვინც ძლიერ უყვართ, მასთან.
რომ ჰკითხო, - ყველას უნდა პატარა ბუდე,
ლამაზი ცოლი...ცელქი შვილების ყოლა...
არადა, საქმე საქმეზე მიდგეს ოღონდ,
ამოირჩევენ სასახლეს, მდარეს, ყოვლად.
გადაავსებენ დარბაზს ლალით და ბროლით...
ბუზის გასაფრენს, არ დატოვებენ ღრიჭოს...
ცხვირებს ასწევენ, რაც შეიძლება ზევით...
"შეგახარბებენ" არაფრისმაქნის ჭინჭებს...
დაივიწყებენ ყველა ყმაწვილურ ნატვრას,
აღზევდებიან... დაიმძიმებენ ნაბიჯს...
გაუმკრთალდებათ თვალში სიანცის სხივი...
გაუმრავლდებათ სულში ეშმა და ქაჯი...
რომ ჰკითხო, - ყველას უნდა პატარა ქოხი,
წინკართან მდელო, სულ ორიოდე ადლი,
გაატარებენ დარჩენილ დღეებს ლხენით,
იტანტალებენ ჩალის ქუდით და სანდლით.
/მარიამ კოზმანიშვილი/


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2