რადგან, ყოველთვის, აგარიდებ ამღვრეულ თვალებს,
შენ არ მოგტირი, მე უბრალოდ, ის გული მტკივა,
შენს სიყვარულში რომ კარგავდა, სიცოცხლის, წამებს,
არ შემიძლია, ვერ ავიტან კაცის სიბრალულს,
რომელიც, ადრე, უსულგულოდ ხურავდა კარებს,
ნუ შეშინდები, აღარასდროს არ მოვალ შენთან,
რადგან ეს გული, მოხურულ კარს, არასდროს აღებს,
დრომ გადარეცხა სიყვარული შენი თვალების,
ვიცი, ცხოვრება დამიბრუნებს ღიმილის ვალებს,
მე წამოვდექი და ვადგავარ ოცნების ბილიკს,
რომელზეც, ჩემი გაზაფხული, გამიშლის ვარდებს,
სანამ მზე ჩავა, ჩემს მწვერვალზე უნდა ავიდე,
დაღამებამდე, მოვასწრებ და ვიტყვი ჩემს სათქმელს,
მერე კი ალბათ დადუმდება ჩემი კალამი,
უსასრულობას დავუბრუნებ ჩემს ცისფერ თვალებს,
გული სავსე მაქვს სიყვარულით და ამ სიყვარულს,
როცა დრო მოვა, მე თვითონვე, ავუნთებ სანთლებს,
გამეღიმება, საბოლოოდ გამეღიმება,
როდესაც ჩემს სულს თვით უფალი გაუღებს კარებს...
17.10.15.
/ქეთი ალასანია/


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев