Предыдущая публикация
გახსოვს ერთ დროს თავს რომ გახსენებდი?
იცი, უშენობა გამიჭირდა,
გული დამიღამდა ნათენები.
იცი, შენზე ისევ იმას ვფიქრობ,
ერთ დროს რა ფიქრებიც მაწითლებდა,
იცი, შენი სითბო მომაკლდა და
ჩემი მარტოობაც ამიმხედრდა.
იცი, როგორ ძლიერ მომენატრე?
როგორც გაყინულ ჩიტს გაზაფხული,
როგორც ღამეს დღე და როგორც ავდარს დარი,
როგორც სიმყუდროვე დაკარგული.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев