. .
განა,შვილზე უკეთ ვინმემ იცის,
დედის გულის სიღრმე შიგნიდან?
განა,შვილის გარდა ვინმეს უნახია,
ის რაც ახდენია სიზმრიდან?..
განა,შვილის გარდა კანქვეშ ნამყოფია,
სუნთქვით ხორცშესხმული ნაყოფი?
განა,დედის ცრემლი სხვას ვის უკრეფია,
მთელი სიცოცხლის გზის სამყოფი?
განა,დედის გარდა სხვას ვის ეტკიება,
შვილის თვალზე ცრემლი ობოლი?
ან და დედის გარდა ვინმემ შეინახა
მისთვის მრავალძარღვას ფოთოლი?..
არა,მხოლოდ შვილს თუ შეუძლია,
დედა რომ აცოცხლოს მარადჟამს.
მხოლოდ დედა-შვილის სიყვარული
უძლებს ყველაფერს და დრო და ჟამს...
ვინმე შვილზე მეტად მოინატრებს,
დედას შორ ბინდებში მიმავალს?
დედა ცივ ნიავს არ მიაკარებს,
შუბლზე ნაოცნებარ მომავალს!..
ზოგი შვილი იმედს ვერ ამართლებს-
მაინც ურჩევნია ქვეყანას!..
რადგან შვილი მაინც შვილი არის,
პასუხს მასზე აგებს ღმერთთანაც...
რადგან არ არსებობს ცუდი დედა,
რაგინდ დააბრალონ სიცუდე...
შვილის სიყვარული ძარღვებში აქვს,
წინ ვინ გაუბედავს დაუგეს?..
შვილს სხვა ვერ შეუვსებს დედის სიყვარულს და
ვეღარც დედა გაძლებს უშვილოდ...
დაე,ყველა დედას,ყველა გულწრფელ ლოცვას,
მაღლა ღვთისმშობელმა უსმინოს!...
ია ნანეიშვილი


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев