ცომი:3 კვერცხის გული (ცილას ვინახავთ)
125 მლ რძე
200 გრ შაქარი
200 გრ კარაქი
ვანილი,მარილი
ნახევარი ჩ.კ სოდა
ფქვილი იმდენი რომ მივიღოთ ხელით გასაყვანი ცომი
ეხლა კი მომზადება :
3კვერცხის გული ავთქვიფე 200 გრ შაქართან ერთად,დარბილებული 200გრ კარაქი და 125მლ რძე,ფქვილი იმდენი რომ მივიღოთ რბილი ცომი + .ვანილი +სოდა.შევდებთ მაცივარში ცოტა ხნით იქამდე სანამ ბეზეს ამოვიყვანთ.
ბეზესთვის მთლიანად საჭიროა 6 კვერცხის ცილა (სამი მშრალი ბეზესთვის დანარენი სამ სამი ცომზე წასასმელად
1. მშრალი ბეზეს გამოცხობაბეზე: 3 კვერცხის ცილა
125 გრ შაქარი
მწიკვი ლიმონმჟავა
მომზადება:
3კვერცხის ცილას და 150გრ შაქარს ავთქვიფავთ კარგად ისე რომ მივიღოთ მყარი ბეზე + ,ლიმონმჟავა.გამოვაცხობთ ბეზეს 120გრ 1სთ ან ცოტა მეტი.
შემდეგ გავაბრტყელებთ ცომის ერთ ნაწილს და გამოვაცხობთ ბეზეს გარეშე (მალე ცხვება.)
მეორე ფენასაც გავაბრტყელებთ და წავუსმევატ 3კვერცხის ცილისგან გაკეთებულ ბეზეს .ვაცხობთ 130-140გრ 30წთ.გნებავთ დაამატეთ 1ჩ.კ სიმინდის სახამებელი.მე რადგან ბავშვებსაც უნდა ეჭამათ შინდის ჯემი ქვედა ფენაზე წავუსვი ,ვიცოდი არ შეჭამდნენ და ადვილად მოაძრობდნენ😁 იქამდე გამზადებული გვაქვს კვერცხის გულებიანი კრემი ან თუნდაც ჩვეულებრივი ცივი კრემი,ნაღების.შინდის ჯემზე დავადებთ ბეზეს და შემდეგ კრემი .მეორე ფენას ბეზეანს დავაფარებთ და მოვაყრით პუდრას.შეგიძლიათ მასალა გაზარდოთ და 3ფენა გააკეთოთ და სამივე ფენაზე ბეზე წაუსვათ და ისე გამოაცხოთ.მე მინდოდა ბეზე ხრამუნა დარჩენილიყო და ამიტომ ცალკე გამოვაშრე.უგემრიელესია.
კრემი:7კვერხის გული და 300გრ შაქარს ,3 ს.კ სახამებელი,ავთქვიფავთ დავამატებთ ცხელ 500მლ რძეს და ისევ უკან ჩავასხავთ ქვაბში და ვურევთ სწრაფად წამოდუღდება და კრემიც მზადაა. ცალკე ამოიყვანეთ 250გრ კარაქი და შეურიეათ გაციებული
მასა.ვანილი.მიირთვით გემრიელად მართლა საოცარი ნამცხვარია.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев