მამამისმა ორ დაქალთან ერთად ახალ აღმაშენებელზე სასეირნოდ წაიყვანა და უთხრა, რომელ კაფეშიც გინდათ დასხედით და გადახდის დრო რომ მოვა დამირეკეთო. ბავშვები Timeout-თაიმაუთ ში შევიდნენ, ერთი ხაჭაპური,ერთი პიცა და ორი ნახევარლიტრიანი პეპსი შეუკვეთეს. წინა კაფიდან გადმოარბენინა მიმტანმა ხაჭაპური და პიცა, პეპსი ადგილზე ქონდათ და ამ ყველაფრის ჩეკმა 72 ლარი და 50 თეთრი შეადგინა. ქეთის მამამ გააპეროტესტა ეს ამბავი, იქნებ მარტო იყვნენ ბავშვები და 27 ლარიან ხაჭაპურს სანამ მოუტანდი გეკითხა საკმარისი თანხა თუ ქონდათო. მენიუში პეპსი 4 ლარი ეწერა და ჩეკში 8 ლარი აღმოჩნდა.
აი, კომენტარის გაკეთებაც კი მეზარება ამ მარაზმზე, მაგრამ მართლა გულწრფელად მაინტერესებს რის მიხედვით ითვლება ოთხნაჭრიანი ხაჭაპურის ფასი ამ ”ზავიძენიაში” და რა რიცხვზე მრავლდება 1 ლარი და 20 თეთრის ღირებულების პეპსი რომ 8 ლარი გამოვიდეს?
WTF? თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ?


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2