Предыдущая публикация
მაინც ეხურა ნამუსის ქუდი,
ლამაზ ქალს ფიქრიც არ დასცალდა და
უკვე შეარქვეს სახელი ცუდი.
ქალი კი არა მზე თვალს ახელს და
ღრუბელს უჩნდება წამით იარა
ლამაზის თვალში ბეწვი ნახეს და
უშნოს თვალებში ღერიც კი არა.
ლამაზის ბედი დასაგმობია,
ჰაუუუ, რამდენი ჰყოლია მტერი,
ლამაზი ყველას მისი ჰგონია.
დასდევს ჭორების კორიანტელი.
თავნებააო!!.... ლამაზი ქალი
ეს ჭორია და სხვა არაფერი.
მე მაინც ვიყო ლამაზი!!!...
დაე ჭორებმა სული გასცვითონ .
შენ ერთს გაგანდო ფიქრი ათასი...
ასიათასს კი გული დავწყვიტო.!!!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 8