მზე რომ ანათებს...
დიდი ვერანდა, ქოთნის ყვავილით, მრგვალი მაგიდით , ცხელი ჩაით და ვარდის სურნელით..
ერთი ისეთი ოთახიც მინდა კაფეს რომ ჰგავდეს, ყოველ საღამოს გელოდებოდე და ვუყვებოდეთ ერთმანეთს ამბებს.
ისეთი სახლი მინდა, რომ მქონდეს
სადაც ჩვენ ორნი მზის ამოსვლამდე მოვრწყავთ ყვავილებს.
მთვარის შუქზე კი დავსხდებით და
ჩავკიდებთ ხელებს...
და მერე,
ორი მერცხალი შემოფრინდება და დაიძახებს, გვწყურია მალე.
ერთად ჩვენ ოთხნი , შემოვუსხდებით იმ მრგვალ მაგიდას, სადაც მზის სხივი ანათებს სითბოს..
ასეთი სახლი მინდა რომ მქონდეს, დიდი ვერანდით, გაზაფხულით და
ქოთნის ყვავილით , კაფეს ოთახით, ორი შვილით და ბევრი მეგობრით, კარგი მუსიკით, მზიანი დილით,
შენი ხელები- ჩაი მალინით...
🌞🌸💗
ელენე ჩხეიძე


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3