ბინძურ სამოსში თავი ჩამალა და თხოვნას მოაყოლა ოხვრა.
მცივა, ვკანკალებო, მშია, მაჭამეო, იქნებ არ დაგრჩეო ვალში,
ზურგს ნუ შემაქცევო, ოჯახს მილოცავდა, თვალს არ მისწორებდა თვალში...
მე კი უტიფარი მზერა გავაყოლე, გულთან არ მივუშვი თხოვნა,
ფიქრით : -ძნელი არის ამდენ მათხოვრებში ნამდვილ მათხოვარის პოვნა...
მერე ეკლესიის ხატებს მივაშურე, ლოცვას ვჩურჩულებდი გულში...
უცებ, უხილავი ხმები შემომესმა, რაღაც ჩამჩურჩულეს ყურში..
. უფლის ხელი ვიგრძენ მხრებზე შემეხო და შიში შემეპარა ხმაში.
-შენ რომ იმ მათხოვარს თვალი აარიდე, ის მე ვიყავიო მაშინ...
გული შემეკუმშა, სული დამეხშო და სისხლი გამიჩერდა ძარღვში...
ასე გამომცადა გზაში უფალმა და ცოდვა დამანახა წამში...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1