Предыдущая публикация
ღმერთო, მაპატიე სიტყვა,
ოდნავ გადაკრულიც, სხვაზე,
იქნებ, დაფიქრებად ღირდა,
ვიდრე დავადებდი სასჯელს.
ღმერთო, მომიტევო მინდა,
თუკი გამიკვირდა რამე,
რადგან დაბრუნდება მისხალ,
ვიცი, დღეს თუ არა ხვალე.
ის რაც უნებურად მითქვამს
და ქარს ჭორიკანას ვანდე,
თურმე ხსომებია ყველა,
ერთად დამახვედრა გზაზე.
ქვეყნად ნურც ნურავინ იტყვის,
სხვაზე მეტი მაქვსო რამე,
ღმერთმა თავის ხატად შეგვქმნა
ერთი დაგვანათლა სახე.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев