თუ დავარღვიე ის სიჩუმე შენ რომ გიყვრდა.
გთხოვ მაპატიე სითავხედე სიყვარულს გიხსნი,
მსურს რომ ათასჯერ გიმეორო როგორ მიყვარხარ!
გთხოვ მაპატიე, ზეცას მინდა ხელებით შევწვდე,
ჩამოგიკრიფო მზის სხივები, გულში ჩაგიკრა.
გთხოვ მაპატიე, თუ ზედმეტი სითბო გაჩუქე,
ზამთარი მოდის, იანვარსაც თბილად გაიყვან!
ტანზე მოვიცვი მაპატიე შენი სურნელი,
შემოდგომაა უშენობამ დარდი მასწავლა.
გთხოვ მაპატიე სითავხედე ზედმეტს თუ ველი,
ამ შენით მოსულ მონატრებას გულში დავმალავ!
ვიცი დავლიე, მაგრამ ესეც მეპატიება,
ქალი ვარ სუსტი, მაგრამ დიდი გრძნობებით სავსე,
თუ უშენობა ჩემთვის მწარე ბედმა ინება,
სასმელი რაა ?თვით შხამსაც კი უსუტყვოდ დავლევ.
შენ რომ მაჩუქე ის ღიმილი დღესაც თან მახლავს,
შემყვარებია ღამე თბილი ერთი ზაფხულის.
ეს მონატრება აღარ ვიცი ყველგან რად დამაქვს,
ან ის სურნელი რატომ იყო ასე მაცდური?
გთხოვ მაპატიე , თუ ზედმეტი გავბედე სიტყვა,
ვერ დაიტია სიყვარული გულმა უსაზღვრო.
თუ შემოდგომა უშენობის ღამეებს ითლის,
გთხოვ მაპატიე სითავხედე, გრძნობა უმანკო!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев