Предыдущая публикация
ოქტომბრის სუსხი ღამეებს მითვლის,
თუ მონატრების უთქმელი სევდა,
ღრმად ჩამყოლია სიზმრად და მიცდის!
დრომ სიყვარულის მაჩუქა ნიჭი,
სითბოც იმდენი შენც რომ გეყოფა,
ჩემი ცხოვრების შენა ხარ პრინცი,
შენით ვიგრძენი თავი დედოფლად!
ამ მონატრებას რაღას გაუგებ
სულში ატეხა აურზაური,
შენი სამყარო ისე მშვიდია
მართლა ჭირდება ჩემი ხმაური.
ჩემი ღიმილით გამთბარი დილა,
ვიცი რომ ძლიერ შეგყვარებია,
შენი სურნელი ისე დამყვება
არომატივით შემყვარებია.
ცხოვრებამ მთხოვა რიგში ჩადგომა,
გამოცდებს გვიწყობს ოხერტიალი,
ეს ოქტომბერიც ღამეებს ითვლის
და აჰყოლია ბედი ტრიალით!
/თამუნა შაშიაშვილი/


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев