თითქოს მეძახდა, დაკარგული, ჩემი ბავშვობა,
მერე, უჩუმრად, მომეპარა პატარა ბიჭი,
ბიჭი, რომელიც, ბავშვობიდან კიდევ მახსოვდა,
ხელი ჩავჭიდე და ვიქეცი პატარა გოგოდ,
სულ დამავიწყდა, ის ტკივილი, გულს რომ დაჰქონდა,
ვიგრძენი, როგორ ვენდობოდი და თან გავყევი,
იმ ოცნებაში, გადაღლილ ფიქრს, კვლავ რომ ათბობდა,
სიცოცხლის ღიმილს წააგავდა ბედნიერება,
ზეცის გულიდან, იისფერი ფიფქი, გვათოვდა,
თოვლში ჩარჩენილ, პაწაწინა, ნაფეხურებში,
ვტოვებდით იმ გულს საზღაურს, რომ არცერთს, არ გვთხოვდა
და მივყვებოდით, ზღაპრულ ბილიკს, დასასრულმდე,
დასასრულამდე, სიცოცხლეს რომ კვლავაც არ თმობდა,
გზას გვიკვალავდა,სიყვარული, ჩემს სასიზმრეთში,
მაშინ როდესაც, იისფერი თოვლი, გვათოვდა...
03.11.15.
/ქეთი ალასანია/


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев