მიტოვება არა , მაგრამ წასვლა შეუძლია! ეს მისთვის შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს, მაგრამ დამიჯერეთ შეიძლება! — გააცნობიერებს რა, რომ ამ კავშირს მისთვის არ მოაქვს არანაირი სიხარული და ბედნიერება. მაშინ, როცა თვითონ საკუთარ თავს მთლიანად გიძღვნით, ყველაფერს მსხვერპლად სწირავს ამ ურთიერთობას და სანაცვლოდ ვერაფერს იღებს, მუდმივად უცრუვდება იმედები — თქვენ არ გაუწოდეთ მას ხელი, რომ იმ პიედესტალზე თუ არა , რომელზეც მან თავისი ნებით დაგაყენეთ, თქვენ ფეხრთამდე მაინც ამოგეყვანათ. ის ამას იმსახურებდა. განა ახლაც მისი წყალობით არ დგახართ პიედესტალზე?
მან იცის, რომ თქვენ არ ხართ ვალდებული დაუბრუნოთ საპასუხო სულ მცირე გრძნობები მაინც, რომ თქვენ არ ხართ ვალდებული მისი გულისათვის გარისკოთ და თუნდაც სულ უმნიშვნელო მსხვერპლი გაიღოთ, ამის გამო ეს ურთიერთობა მისთვის სრულიად აუტანელი ხდება … წავა მაშინვე, როცა მიხვდება, რომ თქვენთვის ის არაფერს ნიშნავს. ის არაფერს გეტყვით, არაფერში დაგადანაშაულებთ, თქვენ ეჭვიც კი არ გაგიჩნდებათ… შეუძლებელია მოსთხოვო ან თუნდაც სთხოვო საპასუხე გრძნობები ვინმეს, ეს სისულელე და აბსურდი იქნება…ის წავა ჩუმად, წყნარად… და ყველზე ცუდი რაც არის — მოულოდნელად… რაც კიდევ უფრო ცუდია — ის არასოდეს დაბრუნდება უკან.
/ოსკარ უაილდი/


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1