—————————————————————————
„ძვირფასო ქართველო ემიგრანტებო, ამ პატარა, მაგრამ ღრმა კულტურული ტრადიციებისა და დიადი ისტორიის მქონე, ამჟამად ფრიად დუხჭირად მყოფი ქვეყნის შვილებო, იძულებულს მხდით მოგმართოთ პერსონალურად, ვინაიდან ჩემს თვალებსა და მახსოვრობას (და ისინი ადამიანთა ჯიშის დასაბამიდან ერთგულად მემსახურებიან), საკუთარი თავის მიმართ გამოჩენილი მსგავსი ველურობა არ უნახავთ და არც ახსოვთ...
უმორჩილესად გთხოვთ მიხედოთ საკუთარ თავს, 5-8 წელიწადში ერთხელ მაინც გაიზომოთ წნევა და შაქარი, წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტაროთ სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზები, მიაქციოთ ყურადღება გულს-სისხლძარღვთა, საკვების მომნელებელ და საყრდენ-მამოძრავებელ სისტემებს, ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, ჰორმონულ ფონს, წინამდებარე ჯირკვალს (პროსტატას - მამაკაცებმა) და მკერდსა და საშვილოსნოს (ქალებმა), ამ და სხვა ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში მიმართოთ ევროპის და ამერიკის ქვეყნებში უხვად მყოფ ექიმებსა და საავადმყოფოებს და არა თქვენს კირიოსებსა და კირიებს, სენიორებსა და სინიორებს, მისტერებსა და მისისებს (მათ არ აქვთ აღებული პასუხისმგებლობა თქვენს ჯანმრთელობაზე — პირიქით).
ნუ იმუშავებთ ფიზიკურად და ნუ იდგებით ფეხზე 12-14 საათი დღეში, 7 დღე კვირაში - კაცობრიობამ ეს მავნე პრაქტიკა საუკუნეების წინ განაგდო, როგორც ადამიანის ორგანიზმისათვის შეუსაბამო რამ - გამოიჩინეთ ზომიერება საუშაოს თავზე აღებისას და უკეთესი დანაზოგი იმისა, რასაც შოულობთ. იყავით საკუთარი ჯანმრთელობისა და ფსიქო-სომატური მდგომარეობის გუშაგები და არა - დეზერტირები. გადადეთ ორი კაპიკი გვერდზე, საკუთარი თავისათვის, ნუ გამოიცლით ბოლო წვეთ სისხლს ვამპირულად მოდარაჯე ოჯახის წევრ/ნათესავებისა და ახლობელ/მეგობართა ხათრის გულისათვის. გადადეთ სიბერისთვის რაღაც თანხა, თუ ჩემი მოსვლის გადადებაც გსურთ.
წინააღმდეგ შემთხევევაში, ნუ მიწყენთ სტუმრობისას, ნუ დამძრახავთ, თუ თან გაგიყოლებთ, მაგრამ ნუ გგონიათ, ამას სიხარულით ვაკეთებდე - ბოლო თვეების განმავლობაში ქანცი მაქვს გაწყვეტილი თქვენი გამოისობით, ცხენი წამიხდა, ცელი - დამიბლაგვდა, მეც დავიღალე - დამინდეთ, ადამიანები ხართ, თუ ცხოველები ან რობოტები?!
მარად თქვენი (სჯობს, შორიდან - მაინც) — იცით, ვინც.
p. s. გთხოვთ, გაავრცელოთ“


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 11
სიკვდილსაც კი გეცოდება მიგრაციაში მყოფი ხნიერი ქალები, მათი ოჯახის წევრებზე მეტი სინდისი გქონია. ნეტავ შვილებს რამ გაუქვავათ გული, ერთხელ არ წამოსცდებათ (დედა საკმარისია, ჩამოდი.)
მაგათ რომ ანალიზები გაიკეთონ, ფული უნდა გადაიხადონ და უქნარა შვილებს რესტორანში გრიალის ერთი დღეც რომ ჩაუვარდათ, სკაიპში ხომ შეჭამენ დედებს.
სულ მიკვირს სადა აქვთ ამდენი ენერგია დედის და ბებიის ტოლ ქალებს, წლების მანძილზე ვირებივით რომ მუშაობენ და კაპიკი არ გააჩნიათ.
რამდენზე გამიგია, ჩასულა სახლში და შვილებს ან სახლიდან გაუგდიათ ან როგორც ძაღლს ისე ექცევიან.
ბევრს ეს პოსტი სასაცილოთ მოეჩვენება, სინამდვილეში სატირალია და დაფიქრდნენ მიგრაციაში მყოფი ქალები, ბოლო კაპიკამდე ნუ უგზავნიან უსაქმურ ოჯახის წევრებს, თორემ ბოლოს გვიანი იქნება სინანული.