გათენდა.გუშინ უფრო ლამაზი დილა იყო,რადგან მე და დედამ ერთად გავიღვიძეთ.თავზე მოვიხვიეთ მზის სხივები და ავკისკისდით.მე ყავა გავამზადე,დედამ სახლის დალაგება დაიწყო.ალაგებდა და აკრიალებდა ყველაფერს,თან ჩუმად გულში ღიღინებდა.სტუმრად მოსულ დედას არასდროს არ უნდა დავალაგებინოთ სახლი,მაგრამ დედა არ დაგიჯერებს მაინც დაგეხმარება,მაინც გააკეთებს ყველაფერს შენთვის.მე აივანზე ვიდექი და ჩემს ნაწერებზე ვფიქრობდი.ვფიქრობდი რომ რა კარგია დედასთან ყოფნა,მასთან ერთად ცხოვრება და ერთ სახლში სუნთქვა,მაგრამ დედა სხვაგან ცხოვრობს და მხოლოდ სტუმრად მოდის ჩემთან.მოკრძალებით დადის სახლში და მისი ნაბიჯების ხმა სიოს ჩურჩულს მაგონებს მხოლოდ.
დედები ნამდვილი ანგელოზები არიან.დედები სახლის ჩიტები არიან.ხეები და ყვავილებიც დედების სახეს ატარებენ.ყველაფერს დედის სახე აქვს და დედის ღიმილი.ყველაფერი მშვენიერია დედის გულში.სახლის საქმეებს რომ მორჩა დედა აივანზე გამოვიდა,ყვავილებს წყალი დაუსხა და მითხრა რომ არასდროს არ უნდა ვინერვიულო არაფერზე,რომ ეს ცხოვრება ხელის გულებში მომწყვდეულ ჩიტს გავს,რომელსაც გული ბავშვურად უფრთხის.არ უნდა დააფრთხო მისი გული სიცოცხლის და სიყვარულის საშუალება უნდა მისცე.
შემდეგ კი სულ წუთით ჩამოჯდა და შემდეგ ისევ გააგრძელა სახლის საქმეები,მითხრა რომ გული ტკივა,რომ ვალაგებ და ვრეცხავ.ამიტომ ყველაფერი გამიკეთა.ცივ ნიავს არ მაკარებდა.გამიმზადა უგემრიელესი ვახშამი.ვფიქრობდი,რომ ის დროა მე გავუმასპინძლდე დედას,მაგრამ მისი მზრუნველებით განებივრებული აივანზე ვიდექი და ვტკბებოდი.ჩამოცურდებოდა ერთი ვარსკვლავი ჩავიდებდი გულის ჯიბეში.ჩამოცურდებოდა მთვარე გავიღიმებდი.შემდეგ მოვიდა დედა და ჩემი წვიმისგან დასველებული თმები თავისი თბილი ხელებით გამიმშრალა და მე ვფიქრობდი,რომ ეს იყო სამოთხე და არ მჯერა ისეთი სამოთხე სადაც არ არინ დედები.
/


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1