ბავშვი, რომელიც დედამიწაზე მოსავლენად ემზადება, ღმერთს ეკითხება:
- უფალო, მითხრეს რომ მალე დედამიწაზე უნდა მოვევლინო, მაგრამ მე, ასეთმა პატარამ და უმწეომ იქ როგორ უნდა ვიცხოვრო?
- ყველა ანგელოზთა შორის შენთვის ერთი ამოვარჩიე. ის შენ გელის, შენზე იზრუნებს და დაგიცავს. ანგელოზი ყოველდღე გიმღერებს და გაგიღიმებს. ამგვარად შენ მის სიყვარულს შეიგრძნობ და ბედნიერი იქნები.
- კეთილი. ენა რომ არ ვიცი, ადამიანების ნათქვამს როგორ გავიგებ?
- დედამიწაზე რაც კი ლამაზი და ტკბილი სიტყვებია, ანგელოზი დიდი სიყვარულით შეგასწავლის.
- კეთილი უფალო. შენთან საუბარი რომ მომინდეს, როგორ მოვიქცე?
- ანგელოზი პირჯვარს გარდაგსახავს და ლოცვას გასწავლის.
- გავიგე, რომ დედამიწაზე ცუდი ადამიანებიც ყოფილან, მე ვინ დამიცავს?
- ანგელოზი თავის სიცოცხლესაც კი გასწირავს შენს დასაცავად.
- მე ძალიან ვწუხვარ, რომ ვეღარ გნახავ...
- ანგელოზი გამუდმებით გესაუბრება ჩემზე და ჩემსკენ მომავალ გზას გიჩვენებს...
ამ დროს სამოთხეში სრული სიჩუმე ჩამოვარდა. დედამიწიდან გამოსული ხმები სამოთხეს სწვდებოდა. პატარა მიხვდა, რომ წასვლის დროა და ბოლო შეკითხვა დაუსვა უფალს:
- უფალო, თუ უკვე მოვიდა ჩემი წასვლის დრო, სწრაფად მითხარი, რა ჰქვია ჩემს ანგელოზს?
- მისი სახელი საჭირო არ არის, შენ მას დედას დაუძახებ! <3 <3 <3


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2