Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
გაზაფხულზე ფერი მიყვარს
ღრუბლის, ცრემლად მორეულის,
ოხშივარი მიწის გულის,
ბრწყინვალება ნამეულის.
გაზაფხულზე ზეცა მიყვარს
ქლიავისფრად გაბნეული,
ნაწვიმარზე სველი რტო და
კვირტი თეთრად დაბნეული.
გაზაფხულზე წვიმა მიყვარს,
წკაპი_წკუპა ჩქარეული,
ლურჯი მთების მოძახილი,
თეთრ ნისლებში ჩალეული.
გაზაფხულზე ია მიყვარს,
ცისფერკაბა, დალეული...
მიმოზების სურნელება,
ოქროსფერში არეული.
გაზაფხულზე შენ მიყვარხარ,
ხეტიალი მთვარეული,
მერე თავის გადაკარგვა
ოცნებებში ღამეულის.
/ირინოლა/

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев