Предыдущая публикация
– – – – – – – – – – – – – – – – – – – –
მენატრები!... იცი, როგორ მენატრები?
ვკვდები, სულის იარები მეწვის,
უცხო ქვეყნის მიწაზე ვარ, მაგრამ ყურში,
ისევ შენი გულის ფეთქვა მესმის!
როგორ მტკივა, როგორ მჩაგრავს სიმარტოვე,
როგორ ჩუმად გიბერდება დედა?!
შრომა ისე არ მიმძიმებს გულს და სხეულს,
როგორც შენი მონატრების სევდა...
შენც ხომ ბევრჯერ გაგიჭირდა უჩემობა,
ვერ ვიყავი მოზიარე დარდის,
ერთად ყოფნის სიხარულის მოლოდინში,
ჯიუტობს და დროც ნელ–ნელა გადის...
ნუ მიდარდებ!... დავბრუნდები წლების მერე,
მძიმე შრომით მოქანცული ქალი,
არც მე ვდარდობ, უფრო მეტიც, ამაყი ვარ,
რადგან დედის მოვიხადე ვალი!
მ.შ.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 9