- ანალიზის პასუხები მოგიტანე, - მითხრა ისევ გაწვრილებული ხმით. საწოლზე წამოვჯექი და მოუთმენლობა ავიკარი სახეზე.- სისხლის სუფთა გაქვს, ჰემოგლობინი გაქვს ცოტა დაბალი და ეს ბუნებრივიცაა, შენი სისხლის ნაწილი ნაყოფს მიაქვს და ამიტომაც აჩვენა ასე...
- უკაცრავად, რა თქვით?- წამოვიკნავლე.
- ორსულად ხარ, მალე დედა გახდები!
- არა..არა.. არა.. ეს არ უნდა მოხდეს,არაააა. - ვიყვირე ისტერიკულად.
- რა გაყვირებს გოგონა, ამაზე ადრე უნდა გეფიქრა თუ ბავშვი არ გინდოდა. - მითხრა მკვახედ და წარბაწევით.
- არა.. ვერ გავაჩენ, არ შემიძლია.. მომკლავენ.. თავს მომჭრის მამაჩემი,- ვბუტბუტებდი და თან წარმოვიდგინე როგორი რეაქცია ექნებოდა თამაზის ეს რომ გაიგოს.
- ქმარი არ გყავს გოგონა? - მკითხა გაკვირვებით
- არა, არ მყავს. - ვუპასუხე და დამნაშავესავით ჩავხარე თავი.
- აბორტი გაიკეთე მერე და ვერავინ ვერ გაიგებს! - მითხრა ისეთი ტონით,თითქოს საქმე მოეგვარებინოს.
- აბორტი? - თავი ავწიე და თვალებში მივაჩერდი.
- ხო აბორტი! უამრავი ქალი მიმართავს მაგ ხერხს და იცილებენ არასასურველ ნაყოფს.- სრულიად მშვიდი სახით მეუბნებოდა ამას.
- აბორტი.. - ვთქვი ჩუმად, - უნდა მოვკლა?- თვალები ცრემლებით ამევსო.
- გადაწყვიტე, სანამ აქ ხარ! ბარემ მოიშორებ და თავისუფალი გახვალ აქედან, ქმარი არ გყავს და უკანონო ბავშვი ხელს შეგიშლის ახალი ცხოვრების დაწყებაში. - ჩამსისინებდა გველივით.
-არა! არა.. არა...- ვიმეორებდი დაბნეული.
- რა არა?
- ვერ გავაჩენ..
- გინეკოლოგი მეორე სართულზეა და შეგიძლია მოინახულო. - მითხრა და გავიდა.
"მომკლავს ჩემები. შევარცხვინე ჩემი ოჯახი..ასე რატომ გამიმეტე ალექსანდრე.. ახლა რა ვქნა რა გავაკეთო" - მოვრთე ისევ ტირილი. "ბავშვი როგორ უნდა გავაჩინო უქმროდ, სირცხვილით სად უნდა გამოყონ მერე ჩემებმა თავი. ვერ გადაიტანენ ჩემგან ასეთ საქციელს"...
ინსტიქტურად მუცელზე მოვისვი ხელი. გავიაზრე, რომ შიგნით ბავშვი მყავდა.. ჩემი და ლექსოს შვილი..შვილი..ჩემი შვილი..
ამის გაფიქრებისას გულში საოცარი სითბო ჩამეღვარა..
- ჩემი შვილი, ჩემი პაწია, ჩემი ბასასუნა.- ვეფერებოდი ჩემს მუცელს და ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდიოდა. დავტიროდი ჩემს ჯერ არ დაბადებულს და სიკვდილისთვის განწირულ ნაყოფს.
- ყველაფერი რიგზე გაქვს, პირველ სართულზე გასასვლელთან სალაროა, იქ გადაიხდით ფულს და თავისუფალი ხართ, შეგიძლიათ წახვიდეთ. - მითხრა ექთანმა და წვეთოვანი მომიხსნა.
- უკვე შემიძლია წასვლა?
- კი, კი შეგიძლია. - გამიღიმა და ანალიზის ფურცლებს დახედა. - უი ფეხმძიმედ ხარ? - წამოიძახა გახარებულმა. თავი დავუქნიე.- ვაიმე რა კარგიაა, გილოცავ ღმერთმა მშვიდობა და ჯანმრთელი ბავშვი მოგცეს.
- მადლობა. - ძლივს გასაგონად ვთქვი. ექთანი გავიდა. ძლივს ავდექი საწოლიდან, მთელი სხეული მტკიოდა. ფული გადავიხადე და გაურკვევლი მიმართულებით გავუყევი ქუჩას.
"ალექსანდრე, როგორ მჭირდები ახლა, როგორ მინდა ჩემთან იყო და გახარებდე, რომ ჩვენ შვილი უნდა გვეყოლოს. თუმცაა შენ უკვე გყავს შვილი და არამგონია სიხარულის მომტანი ყოფილიყო შენთვის ეს ამბავი, შენ ხომ უბრალოდ ერთობოდი ჩემთან.. ასე რატომ გამიმეტე.. უშენობას როგორ შევეგუო.. შენზე ფიქრები შემშლის მე, გესწავლებინა როგორ ვიყო შენს გარეშე".. ატირებული ვფიქრობდი და ამ ფიქრებში ეკლესიის ჭიშკარს მივადექი, მეგონა დაკეტილი იქნებოდა რადგან უკვე საღამო იყო, მაგრამ გულმა შიგნით შესვლა მიკარნახა. ეზოში პირჯვრის გადასახვით შევედი და ტირილისგან დასიებული თვალებით გუმბათს ავხედე. ეკლესიის კარი გაიღო და მამაო გამოვიდა, შევატყე წასასვლელად ემზადებოდა, მაგრამ რომ დამინახა შეჩერდა.
- საღამო მშვიდობისა ღვთის შვილო! - მომესალმა თბილი ხმით.
- მშვიდობა თქვენდა მამაო. - დავუბრუნე სალამი და თავი მოწიწებით დავხარე.
- ხომ მშვიდობა გაქვს შვილო? - მკითხა მშვიდად. ვერაფერი ვუპასუხე მხოლოდ ტირილს მოვყევი. მომიახლოვდა თავზე ხელი დამადო და მერე პირჯვარი გადამსახა, - წამოდი ტაძარში შევიდეთ და ვისაუბროთ. - უხმოდ გავყევი. თავი ყველაზე ცოდვილი ადამიანი მეგონა დედამიწაზე და ვთვლიდი არ ვიყავი ტაძარში შესვლის ღირსი, მივდიოდი, მაგრამ უკან რაღაც ძალა მქაჩავდა, ეს ძალა ბოროტი იყო. - მოდი აქ დავსხდეთ, - მითხრა თბილად მამაომ როდესაც ტაძარში ხატს ვემთხვიეთ და კუთხეში მდგარ სკამებზე მიმითითა. - ვხედავ სადარდებელი გაგჩენია, რასაც ძალიან განიცდი, შენი გამომეტყველება ამბობს ამას. რა შეგემთხვა, იქნებ დაგეხმარო.
- შევცოდე მამაო, გამოუსწორებელი ცოდვით შევცოდე.. არც კი ვიცი როგორ გითხრათ.- მიჭირდა საუბრის დაწყება.
- თვითმკვლელობის გარდა, არც ერთი ცოდვა არ არის მიუტევებელი შვილო. მთავარია გულწრფელად მოინანიო. რა შესცოდე?
- ორსულად ვარ მამაო. - ამოვიკნავლე საცოდავი ხმით.
- მერე ეგ ძალიან კარგია, ეგ რომ არ არის ცოდვა, მადლობა შესწირე უფალს, რომ დედობის მადლი გარგუნა. - მითხრა ღიმილით.
- მამაო მე ქმარი არ მყავს..- მერჩივნა მიწა გამსკდომოდა და ჩავეტანე იქვე, ამის თქმისას. მამაო წამით გაჩუმდა, ჩაფიქრდა და მერე მითხრა.
- შეცდი, ცდუნებას აჰყევი და.. გასაგებია, გეშინია მშობლებმა არ იციან ალბათ ჰო? - უარის ნიშნად თავი გავაქნიე. - მერე რას აპირებ?
- არ ვიცი მამაო, ვიცი რომ აბორტი ცოდვაა, მაგრამ ჩემები ამას არ მაპატიებენ, თან უმამოდ როგორ გავზარდო, როგორ ვარჩინო...
- რა გქვია?
- ანა მქვია, მამაო..
- ანა! ძალიან ცუდი, რომ არ დაიცავი ქრისტიანული და რელიგიური ტრადიეციები.. ხვდები ხო რასაც ვგულისხმობ?.. მაგრამ რაც შესცოდე, ამის გამოსწორება გულწრფელი მონანიებით და მხურვალე ლოცვით შეგიძლია ღვთის წინაშე...
- მამაო ჩემს ორსულობას რა ეშველება ლოცვით და მონანიებით?
- უნდა გააჩინო! - მითხრა მტკიცედ.- დედობა ღვთისგან მონიჭებული მადლია!..
- მაგრამ მეშინია, მამაო..
- რისი გეშინია? ახალი სიცოცხლე რომ მოავლინო ამ ქვეყანას და ღვთის სადიდებლად გაზარდო?! იმის რატო არ გეშინია შვილის მკვლელი რომ გახდები?.. მაგ ბავშვს ღვთის ნებით მიეცა სული, ესე იგი, მისი ნებაა ის გაჩნდეს და შენ არ გაქვს უფლება უფლის ნებას წინ აღუდგე.. ნუთუ არ შეგეცოდება სასიკვდილოდ გაიმეტო შენი სისხლი და ხორცი? შენს წიაღში მყოფი ჩვილი?.. კი მართალია,რომ შეცდი და გრძნობებს აჰყევი, მაგრამ იმ გრძნობიდან ხომ ხედავ რამხელა საჩუქარი მიიღე... დედა უნდა გახდე, დედა! ერთი წამით არ შეგეშინდეს, ეჭვი არ შეიტანო უფლის მიმართ რწმენაში.. წარმოიდგინე, უფალი რომელიც ჩიტებზეც ზრუნავს, როგორ გგონია ადამიანებზე არ იზრუნებს? ჩვენ ხომ მის მსგავსად ხატად შეგვქმნა..
- ჩემებს რა ვუთხრა, მამაო?
- შვილო, პატიება სთხოვე შენებს, თუ ღვთისნიერი ხალხია ღვთის საჩუქრად მიიღებენ შენს შვილს, თუ არადა მაინც უნდა გააჩინო. მიენდე უფალს და გწამდეს მისი.. ისეთი სახის დახმარებას გაგიწევს თავად გაგიკვირდება, სიხარულით აივსები. როცა ადამიანი უფლის სახელით კეთილ და მართალ გზას დაადგება, ღმერთი მას არასოდეს მიატოვებს.. აბა წარმოიდგინე შენი პატარა როგორ უნდა გაიმეტო იმ ტკივილისთვის როდესაც აბორტი კეთდება. მღვდელი ალექსანდრე ზახაროვის ეპისტოლეში ამოვიკითხე აბორტზე ჰქონდა დაწერილი, "ამერიკელმა ექიმმა ბერნარდ ნათანსონმა გადაიღო ფილმი, სადაც ნაჩვენებია იმის ულტრაბგერითი გამოსახულება, რაც ხდება ქალის საშვილოსნოში აბორტის გაკეთების დროს 12-კვირიან ნაყოფზე „ვაკუუმ-ასპირაციის“ მეთოდით. ეკრანზე ნათლად ჩანს, როგორ ცდილობს პაწაწინა არსება ვაკუუმ-გამწოვისათვის თავის არიდებას, თავის დაძვრენას. სწრაფი და ღელვით აღსავსეა მისი მოძრაობები. გული უცემს ძალუმად და აჩქარებულად. ხოლო ბოლოს, როდესაც ბოროტების აპარატის საცეცებში მომწყვდეული ბავშვის სხეულის დანაწევრება იწყება, იგი ფართოდ აღებს პირს უხმო ძახილით. აქედან მომდინარეობს ფილმის სახელწოდებაც - „უხმო ძახილი“. გაითვალისწინეთ, რომ არავითარი გაუტკივარება აბორტის დროს ნაყოფისათვის არ არსებობს".. - ვუსმენდი მამაოს და ცრელმები ღაპა-ღუპით მდიოდა,- ნუთუ გაიმეტებ ამ ტკივილისთვის შენს შვილს? - მკითხა მან.მუცელზე ხელი მოვისვი.. საოცარი ძალა ვიგრძენი..
- არა! არა მამაო.. ვერ გავიმეტებ.. მე ის მიყვარს უკვე, - ვუთხარი და ხმამაღლა ტირილი დავიწყე. მამაო კმაყოფილი მიღიმოდა და პირჯვარს მსახავდა.
- რწმენა რომ უფრო გაგიმყარდეს, გეტყვი: წმინდა სერაფიმე საროველი გვირჩევს, კი არ უარვყოთ ე.წ. „უკანონოდ“ ჩასახული ყრმები, არამედ ღვთის შიშით გავზარდოთ, რამეთუ ისინი არ არიან დამნაშავენი, ამ ქვეყანას რომ მოევლინნენ. არც მათი მშობლები უნდა განვიკითხოთ, რადგან უთქვამთ, არგანკითხვა ნახევარი ცხონებააო. ამის მაგალითად წმიდა მამას მოჰყავს შემთხვევა, რომელიც ბიზანტიაში, იმპერატორ იუსტინიანეს დროს მოხდა. გალატეის მხარეში, სოფელ სიკიოტთან, მდინარეზე გადასვლისას, იმპერატორის ერთ-ერთმა პირადმა მცველმა მშვენიერი ქალწული დაინახა და მისი სურვილით აენთო. გაიგო ისიც, რომ ქალწული ქვრივის შვილი იყო და, ალბათ, ამით გაკადნიერებულმა ასულზე ძალა იხმარა... ამის შემდეგ გოგონას ეზმანა, თითქოს მის წიაღში კაშკაშა ვარსკვლავი ჩაეშვა. ერთმა წმიდა მამამ ხილვა ამგვარად განუმარტა: „შენს წიაღში ჩასახული ყრმა დიდი ადამიანი გახდება; ის დიდი იქნება არა ოდენ კაცთა შორის, არამედ ღვთის წინაშეც; ხოლო ბრწყინვალე ვარსკვლავი ნიშნავს იმ ღვთაებრივ მადლმოსილებას, რომლითაც ღმერთი დააჯილოდოებს შენს ნაშობს, რამეთუ ღმერთი თავის მონებს უწინარეს შობისა, დედის მუცელშივე განწმენდსო“. ასე იშვა ყრმა ვაჟი, რომელსაც უფალმა სიყრმიდანვე წმიდა გიორგი დაუდგინა მფარველად. ეს გახლდათ დიდი მამა წმიდა თეოდორე სიკიოტელი. ხედავ? იქნებ და შენი შვილი სამშობლოს დამცველი და ღირსეული მამულიშვილი იბადება! - უკვე სიხარულისგან და ბედნიერებისგან ვტიროდი, უსაღვრო ძალას ვგრძნობდი. მე ძლიერი ვიყავი, მთელ მსოფლიოს შევეწინააღმდეგებოდი ჩემი პატარასთვის, ჩემი შვილისთვის. ცრემლნარევი ღიმილით დავეშვი მუხლებზე მამაოს წინ და მადლობას ვწირავდი. იმედით და რწმენის სიხარულით ავივსე, გაუფერულდა შიში იმისა, რომ შეიძლებოდა გავერიყე ყველას და როგორც კეთროვანი ისე შემოეხედათ ჩემთვის. ჩემში ცოცხლობდა არსება, რომელიც ჩემით არსებობდა და მე არ მქონდა უფლება მასზე უარი მეთქვა. მე უკვე მიყვარდა ის, წარმოვიდგინე როგორ იტირებდა, როგორ ჩავიკრავდი გულში და მიყუჩდებოდა ჩემი სითბოთი გამთბარი...როგორ ვუმღერებდი ძილის წინ.. როგორ ვაჭმევდი, როგორ დავბანდი. მესმოდა, დედას როგორ დამიძახებდა.. ჩემი პატარა.. როგორ შევისუნთქავდი მის საოცარ და განუმეორებელ სურნელს.. ვიდექი მუხლებზე და ვტიროდი.. ვტიროდი სიხარულით და ბედნიერებით..
- მე არ მეშინია მამაო! - წამოვიძახე და მოძღვარს ხელზე ვემთხვიე,- მადლობა მამაო! თქვენ მე გადამარჩინეთ, ჩემი შვილი გადაარჩინეთ!..
- მადლობა უფალს, შვილო!.. უფალმა მოგიყვანა აქ და მისი სათქმელი მათქმევინა მე. - მამაო წამოდგა და წამოდგომაში დამეხმარა. - სანთელი აანთე მიდი და მე რამდენიმე ლოცვის პატარა ბროშურებს გამოგიტან, სახლში წაიღე და წაიკითხე. - მითხრა ღიმილით.
ტაძრიდან რომ გამოვედი კარგა დაბნელებულიყო. ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი...
იმ ღამით მშვიდად მეძინა ემოციებიდან დაცლილს და ტირილით დაღლილს...
დილით მაღვიძარამ გამაღვიძა. სასწავლებელში უნდა წავსულიყავი.. მუცელზე ხელი მოვისვი.
- დილა მშვიდობისა დეე! მაპატიე გუშინ თუ შეგაშინე ჩემო პატარავ. როგორ მიხარიხარ ხომ იცი, ხომ ხვდები ამას?მიყვარხარ ჩემო ბუსუნა.. ჩემო პატარა ანგელოზო.. უკევ ერთი სული მაქვს როდის დაგინახავ, როდის მოგეფერები.. ძალიან, ძალიან მიყვარხარ და ჩვენ ერთად ძალიან ბედნიერები ვიქნებით. ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის ჩემო პატარავ!.. ახლა დედიკო უნდა ადგეს, ჩაიცვას და სასწავლებელში უნდა წავიდეს, ძალიან ბევრი სამეცადინო მაქვს და ძალიან გთხოვ არ გამაწვალო, კარგი დე? - ველაპარაკებოდი ჩემს წიაღში ჩემსავე სისხლსა და ხორცს - ჩემს შვილს და მე ბედნიერი ვიყავი.... <3 <3 <3
#ჰეფი


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 10