– – – – – – –
წარსული წლებიდან თუ რამეს ვინატრებ,
ბავშვობას ვინატრებ ისევ,
ყველა დიდ დარდსა და საფიქრალს მავიწყებს
გულს კი სიცოცხლით მივსებს...
ნეტავი სად გაქრა ბავშვობის ხალისი,
დარდი რომ არაფრის მქონდა,
მაშინ მზის სხივი სხვაგვარად მათბობდა,
ნიავიც სხვაგვარად ქროდა.
რა ტკბილად მახსოვს და ცრემლებით ვიგონებ,
დედა რომ მღეროდა ნანას,
ჩემს თვალის გახელას თრთოლვით რომ ელოდა,
სიხარულს უყოფდა მამას,
აკვნიდან ამოსულს ხელს წამაშველებდნენ,
ნაბიჯებს ვადგამდი ნელა,
მერე კი ეზოში ტიკტიკით დავრბოდი,
მე შემომხაროდა ყველა...
წამოვიზარდე... ნელნელა დავქალდი,
ამას თუ ამჩნევდნენ ნეტა?
თუმცა, მათ თვალში, სულ ბავშვი ვიყავი
პატარა – შვილების დედა...
დღეს კი რა ძლიერ მომნატრებია
ალერსი დედის და მამის,
ჩემი ბავშვობის საუფლო მეძახის,
ჩიტივით ავფრინდე ლამის...
მაგრამ ამაოდ... გულში ვინ ჩამიკრავს?
სადღაა დედა და მამა?
დრო ვერ დამიამებს ამ ტკივილს ვერასდროს
და ვერსად ვიპოვი წამალს... :(
მ. შანიძე


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев