
და ჩემს გარშემო
და ჩემს გვერდით შენა ხარ მარტო
მუდამ და ყველგან
ძილშიც,
ცხადშიც,
უშენოდ,
შენთან,
სულ განუწყვეტლივ მენატრები
და შენზე ვდარდობ...
სულ მენატრები...
ერთი წუთით არა მაქვს მოცლა,
დაგეძებ, როგორც ძაღლი ეძებს
დაკარგულ პატრონს...
და მე არ ვიცი
რა დავარქვა ამ გრძნობას, როცა
ჩემში ხარ გულის ფეთქვასავით
და მაინც გნატრობ...
მიხეილ ქვლივიძე.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев