
სახლში უსარგებლო ნივთის უჯრებია,
პერანგს მხრების ბოლოს შენი სუნი ათოვს,
ჩასდევს მაჯებზე და ღილებს უჯდებიან.
გარეთ აღარაა მთვარის ნატამალი,
რამე ძველი მინდა, ედიტ პიაფი ან...
ისე ვერ მიშველის ახლა სხვა წამალი,
როგორც არყის ბოთლი რამე იაფიან
სასმელს გამოვცლიდი ყელს რომ ხორხიანად,
მაგრად გამომწვავდეს, ერთი ამისიც და...
რამეს ვიმღერებდი ლოთთან, ორხმიანად,
თორემ ეს დარდები ისე გამისივდა...
ძილში რაღაც ხმები სიზმრებს მიქექავენ,
მშლიან ნაწილებად, ფიქრმაც დამაბნია,
თითქოს მაჯებიდან ძარღვებს მიკენკავენ,
ღამით მოვგროვდი და დილამ დამაპნია.
ზოგნი სათოფეზეც აღარ მიკარებენ,
მამღვრევს უსიამო, მჟავე აკორდები,
ძველი წიგნებივით ბოლოს მიყვარებენ,
როცა აღარ ვარ და, როცა ვაგონდები...
მე კი, როგორ ვთქვა და...(თავში ქვა უხლია)
ერთი ჯანდაბამდე ყველას გზა ჰქონია !
ვისი გულისთვისაც სხვა გზით გავუხვიე,
ჯვარზე ავედი და ღმერთი სხვა ჰგონია...
ავტ:/ზურა ბუდაღაშვილი/ Zura Spec


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев