Предыдущая публикация
წვივებს გილოკავენ ზღვები ტალღიანი,
სანამ ბაგეები ლოცვას ითავებდა
წვიმს და... ღმერთი რომ ხარ თავად აღიარე.
მხრებზე პეპლებივით (უფრო ლავიწებზე)
კოცნებს გიტოვებ და მერე ლურჯდებიან,
სანამ ლექსებივით კითხვას დაგიწყებდე,
ჩემი რა გითხრა და... ზღვებიც მუნჯდებიან.
ჰოდა წამოიღებს ეკალს ჟრუანტელი,
ვიდრე მოსრისავენ ტალღებს მზე და მიწა,
ტანი მომახეთქე ტანზე (წუხანდელი)
თორემ ამაზრზენი გახდა დედამიწა.
თორემ გაუნელდა სხივებს სიმხურვალე,
ქარიც უნიათოთ მეცხო დანაბერი,
ხელებ-შემოხვეულს მზერით მიმკურნალე,
მაგრად ჩამეხუტე-მეტი არაფერი...
ავტ:/ზურა ბუდაღაშვილი/ Zura Spec


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев