რიგში მომიწია დგომა,ჩემ წინ ერთი ბიჭი იდგა,შეხედავდი და პოზიტივის და კეთილი შეგრძნების მეტს არაფერს დაგიტოვებდა.ჩემამდე მისი ჯერი მოვიდა და გაყიდველს უთხრა ხაჭაპური გამითბეთო, თან დააყოლა "ფასდაკლება ხო 7ის მერე გაქვთ ფაასთ ფუდზეო".არა რვიდან იწყებაო,მოკლედ ყოველგვარი გაზვიადების და პათეთიკის გარეშე სახეე მაგრად შეეცვალა ბიჭს,არ ვიცი რა ფერი დაედო.კარგიით არ მინდაო თან ხურდებს დახედა,მივხვდი ,რომ არ ეყო.ეგრევე გაიარა და გამოვიდა.მაგრად ცუდად გავხდი,გამყიდველს ვეუბნები ორი ხაჭაპური მომეცი არ მინდა გათბობათქო,გამოვართვი და ეგერევე კარებში მივასწარი,
არასდროს არ მომრიდებია და შევბოჭილვარ ასე იმისთვის რა გარემოც მქონდა და უნდა გამეკეთებინა,დავუძახე და პირდაპირ ვუთხარი მარტო ვცხოვრობ ჩემო ძმაო და იმისთვის ვარ გამოსული ვინმესთან ერთად ვჭამო,ძმაკაცურად მარტო ნუ მაჭმევ მეთქი,მიხვდა ყველაფერს,გამიღიმა და" ბაზ არაა ჩემო ძმაოო".ზაზა ქვია ამ ბიჭს,ვჭამდით სადღაც კუთხეში გემრიელად და თან ერთმანეთს ვიცნობდით,ვილაპარაკეთ. ახლოს ნაცხოვრება ჩემთან როგორც გაირკვა.არ შევმცდარვარ საოცარი ტიპი იყო,ნაღდიი ბიჭი.დავიშალეთ ნომერი ჩაიწერა,ამ დღებში ლუდი დავლიოთო.წამოვედი სახლში და მთელი გზა ვაგინებდი ცხოვრებას,გული გამისკდა ლამის.
ზაზას ერთი საყვედურიც არ დაცდენია ცხოვრებაზე და არა იმიტომ,რომ კმაყოფილი იყო,ვიგრძენი,რომ თავის თავს უფრო ადანაშაულებდა.
//ალექსანდრე შურღაია//


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 24
ise gajirda cxovreba albat maset mdgomareobashi bevria