Предыдущая публикация
***
ზოგჯერ სიცოცხლე კაპიკად გიღირს,
ზოგჯერ კვდები და დარჩენა გინდა...
ხან სტირი გულში და ბაგით ღიღინს,
აგრძელებ,
ხვდები რომ მოსვლა ღირდა.
ვინ, ისე მიდის სიყვარულს ნატრობს,
ზოგი უყვართ და გულს არ აკარებს,
ვინ მძიმე უღელს მიათრევს მარტო,
ვინ სნეულების შიშით კანკალებს.
ვისთვის ოცნება მზეზე მწველია,
ვის სინზე უდევს ინატრა რაიც,
ვისთვის სიკვდილი სანატრელია,
მაგრამ სიცოცხლეს აფასებს მაინც.
/ნანა მეფარიშვილი/


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 16
რაც თვალშისაცემი და ადვილად გამოსაცნობია
ისევე როგორც შუშა და ბრილიანტი