Предыдущая публикация
მინდა მინდვრად გეჩურჩულო ზღაპრები,
მინდა წვიმას ხელსიგული შევაგებო,
მინდა მთაში შენთან ვიყო
- წამყევი!!!!
მინდა გზაში სიყვარულზე გეტიკტიკო,
შენს მაჯებზე დრო გაჩერდეს...
წამები...
მინდა მხრებზე ღიმილები დაგაფინო -
შენ გიკვირდეს საიდანო ამდენი?!:):)
მინდა ერთად ხმელი ფიჩხი შევაგროვოთ,
ისე თითქოს ყვლა გზაზე თან გსდევდი,
მერე მხრებზე ჭრელი პლედი მომახურო -
მე მოგიყვე ჩემთვის როგორ გაბევრდი...
შენ კი მზერა მოკრძალებით შემაპარო,
ხელის გულზე წაიკითხო ხაზები,
მინდვრად ლურჯი ყვავილები დამიკრიფო
მთაში მინდა....
მთაში მინდ - - წამყევი!!!!
დიკა სალაყაია


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2