გაზაფხულია....ბზობამაც ჩაიარა და მერცხლების ცეკვას პატრა ბავშვივით ვუყურებ ზეცაში....ყვითელგულა ბაიებიც აყვავილდნენ,იასამნებიც და გლიცინიებიც....ბე,მალე დიდი აღდგომაც მოვა....
მე კი,
მე ბე,ეს დღეები სულ შენზე ვიფიქრებ და სულ გულით გატარებ...სანთელს დაგინთებ და მერამდენედ გამეჩხირება ყელში ბურთი...
ახლაც ასე ვარ....წამომიარე,მომიდიდდი და მინდა მოგიყვე.შენი პატრა გოგო მინდა ისევ გავხდე და მოკლე კაბაში ჩაცმულმა სირბილით გავიარო მანძილი შენი ჭიშკრიდან აივნამდე ბე,,,,ისე სწრაფად გამოვიქცე,რომ შენ შუა ეზომდეც ვერ მოასწრო მოსვლა....სველი ხელები წინსაფარზე შეიწმინდე ბე და ჩამეხუტე....
ჩამეხუტე ბე....
მერე მე ვირბენ...სახლის გარშემო ვირბენ და ვიტკენ მუხლებს,შენ თავი შემომავლე და მუხლი გადამიხვიე.მომიყევი,იმდენი ზღაპარი და ძველი ამბავი მომიყევი,რომ გათენება ვერ ვიგრძნო...
ბე,
ბებო,
ის აღდგომა მენატრება შენ,რომ ჭიშკართან გვეგებებოდი და მერე,ალიონზე მიდიოდი ბაბუას საფლავთან....
ბე,
ის გაზაფხული მენატრება შენს ეზოში,რომ ყვავილებს ვკრიფავდი და თმებზე ვიმაგრებდი...
ბე,
ის სიგრილე მენატრება,შენ რომ დედას ეტყოდი,ბავშვს ჩააცვი არ შესცივდესო....
დიკა სალაყაია
ფერწერა:ნინო ჩაკვეტაძე


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3