Предыдущая публикация
მერე მზე იქნება,-
ასე დააწესა გამჩენმა.
ვიღაც შეიცვლება,
რაღაც შეიცვლება,
რაღაც ძველებურად დარჩება.
ერთხელ მეყვარება
და ამ შეყვარებას
ბედი გაიმეტებს სასჯელად.
მასაც ვეყვარები,
ალბათ ვეყვარები,
მაგრამ ერთად ვიყოთ
არ მჯერა.
მჯერა სიმარტოვე,
შენით მიმატოვებს,-
ესეც ჩაითვლება ღვთის ნებად.
რაღაც შემეშლება,
გული გვეტკინება,
იქნებ, პატიება
იქნებ, შენდობა
იქნებ არც ერთი და არც მეორე,
მაგრამ რაც იქნება, იქნება...
(დ.ახლოური)


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4