Предыдущая публикация
გული გასკდება ასე მგონია,
თუმცა რა გული, ის ხომ გავეცი
და საზღაური არ მითხოვია.
ცარიელ მკერდში ფუსფუსებს ფიქრი,
მე რომ ვერაფრით დამიყოლია
და თან მახსენებს, რომ სადაც ვიბრძვი,
ჩემი კი არა, სხვისი ომია.
არ ვედავები, მეც კარგად ვიცი,
აქ გამარჯვება ჩემთვის შორია,
არ უნდა ვიყო იმ ბრძოლის ველზე,
სადაც ჩემს გულზე მიდი-მოდიან.
ხანდახან მიკვირს, რომ ეს ცხოვრება,
ჩემთვის არასდროს არ მიცხოვრია,
სხვისი ღიმილის გადასარჩენად,
თურმე რამდენი ძალა მქონია.
არაფერს ვნანობ, არც არავისთვის,
მადლიერება არ მითხოვია,
უბრალოდ მტკივა, რომ მის სანაცვლოდ,
უმადურობა გამომყოლია.
ქეთი ალასანია.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4