ნამდვილი სიყვარულისთვის ეს ყარყატი ყველანაირ დაბრკოლებას უმკლავდება.
მამრი ყარყატი, სახელად კლეპეტანი, ყოველ წელს ტოვებს თავის მეორე ნახევარს, რათა სამხრეთ აფრიკისკენ ხანგრძლივ მოგზაურობაში გაემგზავროს. ამას აკეთებს არა იმიტომ, რომ სურს წასვლა ან მეორე ნახევართან დაშორება, არამედ სხვა ყარყატებივით მისთვის აუცილებელია მიგრაცია.
სამწუხაროდ, მდედრ ყარყატს მასთან ერთად წასვლა არ შეუძლია, რადგან 15 წლის წინ მონადირეების მიერ დაშავდა და ფრენის უნარი დაკარგა. ის ცხოვრობს ხორვატიაში ერთ-ერთი წითელი სახლის სახურავზე გაკეთებულ ბუდეში და მოუთმენლად ელოდება გაზაფხულის დადგომას. ის ამ დროს გრძნობს, რომ მამრი ყარყატი მალე დაუბრუნდება. მარტის თვეში "რომეო და ჯულიეტა" კვლავ ხვდება ერთმანეთს.
ხორვატიაში მათი ისტორია ცოცხალ ლეგენდად იქცა.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев