ჟანეტმა და ალექსანდრე ტოჩკომ ერთმანეთი 8 წლის ასაკში შეიყვარეს.ორივე პოლონელი ემიგრანტების შვილები იყვნენ. 1940 წელს, მათი ქორწილი შემდეგ, ალექსანდრე ჯარში წავიდა, ხოლო მოგვიანებით ისინი გადასახლდნენ ნიუ-იორკში, სადაც სარეკლამო სააგანტოში დაიწყო მუშაობა.
1971 წელს, ისინი გადასახლდნენ სან-დიეგოში, სადაც ტოჩკომ დააარსა საკუთარი სარეკლო და მოდის სააგენტო–Blue Sky.ჰყავდათ 5 შვილი .წყვილმა ერთად 75 წელი გაატარა. 96 წლის ჟანეტისა და 95 წლის ალექსანდრეს ბოლო სურვილი ერთად გარდაცვალება იყო.სიბერის პირას მისულს ალექსანდრეს ახალი ჰობი გამოუჩნდა-გოლფის თამაში და ყოველდღიური ვარჯიშის შედეგად თეძო მოიტეხა.ჟანეტიც დაავადდა..მათი ქალიშვილი, ეიმი ტოჩკო-კაშმენი, აღწერს მომენტს, როდესაც დედამის უთხრეს მამის გარდაცვალებაზე. ჟანეტი ჩაეხუტა ქმარს და ჩასჩურჩულა: „ნახე ყველაფერი ისეა, როგორც გინდოდა. ჩვენ ერთად ვართ. შენ ჩემს ხელებში გარდაიცვალე. მე შენ მიყვარხარ, დამელოდე, მალე მოვალ.“
და 24 საათზე ნაკლები დროის შემდეგ ჟანეტიც გარდაიცვალა.მათი სიკვდილის დღე 29 ივნისი იყო, დღე, როდესაც 75 წლის წინათ წყვილს ქორწილი ჰქონდა.
ჟანეტი და ალექსანდრე დაკრძალეს მირამარის ნაციონალურ სასაფლაოზე, სან დიეგოში
მათი სიყვარულის ისტორიაზე 2004 წელს გადაიღეს ფილმი „უბის წიგნაკი“, სადაც ბოლო ეპიზოდში წყვილი ხელებჩაკიდებული გარდაიცვალა.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 12