Предыдущая публикация
ეს, მე მოვედი ადრე,
თუ შენ მოხვედი გვიან?
იქნებ არ გიღირს ჩირად,
წინა ცხოვრება ამბად...
მე ცაში დავიბადე,
დეკემბრის ფიფქისფრიან
ღრუბელს ჩილავდი ფრთხილად
და მახურავდი საბნად.
მერე მაქციე ქალად
და ჩამეწვეთე თვალში,
სევდის ერთადერთ ცრემლად
და მარგალიტის მძივად...
მერე დამტოვე ცალად,
გამიქრი სადღაც ქარში,
დავრჩი ფიფქების მძევლად,
იქ, სადაც ძლიერ ცივა.
ფიფქის თაიგულს შევკრავ
და გვირილების კონას,
დავჯდები იმ ჩვენს სკამზე,
იქ, იმ ჩვენს სამოთხეში.
გვირილებს ვკითხავ, ნეტავ,
რაა გულების წონა,
დაგიცდი ისევ ცაზე,
ფიფქის იებით ხელში.
მანანა ტონია


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1