- დააკვირდით გაბოროტებულ ადამიანებს და ისწავლეთ თუ როგორ არ უნდა მოვექცეთ სხვას.
- თქვენს მიმართ ჩადენილი ბოროტება თუ გაგაკეთილშობილებთ, მაშინ თქვენ უძლიერესი, ზე ადამიანი ხართ და მოგეცემათ ის, რაზედაც ოცნებობდით.
- თქვენ შიძლება გული გატკინეს. ნუ მოექცევით სხვას ისე, როგორც თქვენ მოგექცნენ.
- ნუ გძულთ ადამიანი, ის თქვენი მოდგმაა. სიძულვილმა დაამხო სიყვარული, ჯანმრთელობა და სიცოცხლე.
- არ წახვიდეთ იქ, სადაც თქვენი ნახვა არ უხარიათ, ნუ გააღიზიანებთ ადამიანებს თქვენი წარმატებით.
- ნუ იტრაბახებთ და ნუ მოყვებით საკუთარ წარმატებებზე, სხვებმა გაღიარონ, რომ ნიჭიერი ხართ.
- თავმდაბალი ადამიანი იშვიათად იწვევს შურს.
- თუ თავმდაბლი და კეთილშობილი ადამიანი გაგაღიზიანებთ, მაშინ უნდა მიხვდეთ, რომ გაუგონარი ბოროტება ტრიალებს თქენში.
- ამაყ, ამპარტავან და შურიან ადამიანს არ ებრძოლოთ, პირიქით შეგებრალოთ, მას თავისი უბედურებაც ეყოფა.
- თუ მძაფრად გაიაზრებთ, გარდაუვალ სიკვდილის ფენომენზე, არ დაკარგავთ დროს სხვების ცხოვრებას გაფაციცებით თვალყური ადევნოთ, აკრიტიკოთ და ლანძღოთ. არც შურის და ბოროტების ჩადენის დრო არ გექნებათ. პირიქით, ბევრი დრო დაგრჩებათ საკუთარი თავისთვის, განთავისუფლდებით და სიმშვიდე დაგეუფლებათ.
- ნუ იქნები დახარბებული პირველობაზე, ხარბი ადამიანი ფოთოლს გავს, რომელიც შემოდგომაზე გაყვითლდება და ჩამოვარდება.
- თუ ერთხელ მაინც გაიგებთ და შეიგრძნობთ სიკეთისა და სიმშვიდის ფასს, მაშინ, არასოდეს არ ატკენთ სხვას გულს.
- გაუფრთხილდით საკუთარ და სხვის გულს, ის დროებით ძგერს და მას მოვლა ჭირდება.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3