Предыдущая публикация
ხეებს სერი ფერი მჭიდროდ მოხვევია,
მიწავ გათოშილო, გულო გაყინულო...
ირგვლივ კველაფერი როგორ დამღლელია.
ჯერ ხომ თებერვალი ეხლა შემობრძანდა
მასაც ზამთრის სუნი ისევ შერჩენია...
როცა გიჟი მარტი კარებს შემოგვიღებს...
მაშინ გაზაფხული უკვე ახლოშია.
ია–ენძელები მუხლში მოდრეკილან,
ზიან... მოლოდინით სული გადაღლიათ,
ჯერ ხომ ბუჩქის ძირას თოვლის ნაგლეჯები,
ისევ ეხუტება მიწას ბარაქიანს.
ნუღარ დააყოვნებ... ნუ დააგვიანებ...
თოვლის ქვეშ გელიან ლურჯავალა იები...
ჩქარა გაზაფხულო... დრო ისეც ცოტა გვაქვს...
ლოდინმა დაგვღალა მეც და იებიც.
(მ.გ)


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3