Предыдущая публикация
მერე მზე იქნება,-
ასე დააწესა გამჩენმა.
ვიღაც შეიცვლება,
რაღაც შეიცვლება,
რაღაც ძველებურად დარჩება.
ერთხელ მეყვარება
და ამ შეყვარებას
ბედი გაიმეტებს სასჯელად.
მასაც ვეყვარები,
ალბათ ვეყვარები,
მაგრამ ერთად ვიყოთ
არ მჯერა.
ჩემი სიმარტოვე,
აღარ მიმატოვებს,-
ესეც ჩაითვლება ღვთის ნებად.
რაღაც მეწყინება,
გული მეტკინება,
მაგრამ რაც იქნება, იქნება..
(დ,ახლოური)


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев