სიყვარულია, როაცა გარეთ ცივა და შენ თბილი სარკმლიდან ითვლი ნაბიჯებს.... - როდის მოვაო?
სიყვარულია,როცა უკანასკნელი ფულით მხოლოდ იმიტომ გადიხარ ქუჩაში,რომ გაყინული ბავშვი გეგულება ტროტუარზე და მისთვის გსურს თბილი ტანსაცმელი იყიდო....
სიყვარულია,როცა ძილის წინ იმ უცხო ადამიანზე ილოცებ,რომელის ავდმყოფობის ამბავმა დაგადარდიანა....
სიყვარულია,როცა დღესასწაულის აღნიშვნა ''ფეშენ რესტორნის'' ნაცვლად ხანდაზმულთა თავშესაფრის მოკითხვით გინდა ჩაანაცვლო...
სიყვარულია,როცა ერთი პატარა ყოჩივარდების კონა გირჩევნია ძვირად ღირებულ სამკაულს....
სიყვარულია,როცა მთელი დღის დაღლილი შინ ბრუნდები და ღიმილით ამზადებ შვილებთან ერთად კერძს....
კიდევ რამდენი რამეა ამ ქვეყნად სიყვარული.....
რამდენი რამეეეეეე.....
დიკა სალაყაია
P.S. სიყვარულით სავსე დღეებს გისურვებთ ყველას.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев