საეჭვო სულ ყველა კარები დაგმანეთ,
მე მინდა სიყვარულს დავუდგე დარაჯათ-
თუ არ გსურთ უბრალოდ მე მაინც მაცადეთ!
... მაცადეთ გაზაფხულს მოვედო ფიქრებით,
იები დავთესო სულ ყველა ნაკრძალზე,
უჭეროდ დარჩენილ ოდაში ავიდე -
ავდგე და ერთხელაც შორს,მთაში დავსახლდე,
გასწიეთ ამ ქვეყნის ჭორი და შფოთები,
სიყვარულს დავთიბავ მინდვრებში - განახებთ!!!
ხურჯინში მიყრია სიკეთე საგზლებად,
მოვდივარ და ყველგან, სუუუულ გზებზე დავაპნევ.
დავხატავ გაყინულ სახეებს ფერებით,
ყველა გულს სიკეთის ვირუსებს გადავდებ,
ვაბევრებ ამ ქვეყნად ღიმილს და სიხარულს,
მზეს ხელით შევწვდები და მაინც ავანთებ!
...ავანთებ უშუქოდ დარჩენილ ყველა სახლს,
ყველა გზას სულ მარტო,ბოლომდე გავაგნებ,
დავტოვებ ამ ქვეყნად ღიმილს და სიხარულს-
დანარჩენს ყველაფერს.....
ყველაფერს გადავწეეეეეეერ.
დიკა სალაყაია


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев