Предыдущая публикация
ცრემლებიც უხდება ნაკურთხი წყალივით.
და რასაც დამალავ მხოლოდ ის დაგრჩება,
ყველაზე ძვირფასი გრძნობები ფარული.
უხდება სიყვარულს ამაყი ქცევები,
და თბილი სიტყვები ზეცამდე გასული.
წვიმებიც უხდება ქუჩებს რომ დაფარავს,
და შენთან მოსასვლელ გზებს ბოლო აღარ აქვს.
მე მაინც მოგაგნებ, მე მაინც მოგძებნი,
სიყვარულს უხდება ვიღაც რომ მოგელის.
არსებობს ნამდვილი გულწრფელი გრძნობები,
ამ ქვეყნად ყველაფერს, ყველაფერს რომ შველის.
უხდება სიყვარულს ლოდინიც უხდება,
ფიქრებში გავლილი დროც კი არ გწყინდება.
უხდება ლამაზი მარტივი სიტყვები
მიყვრხარ უბრალოდ, უბრალოდ მჭირდები!
???


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев