საჭირო ინგრედიენტები:400 გრ კარაქი ან მარგარინი,400 გრ არაჟანი,6 ცალი კვერცხი,2,5 ან 3 ჩაის ჭიქა შაქარი,ფქვილი,ვანილი,უმჯობესია ნიგოზი 1,5 ჩაის ჭიქა,მაგრამ თუ არ მოგვეპოვებათ,არც მიწის თხილითაა ცუდი:),ასევე 1,5 ჩაის ჭიქა ქიშმიში... მომზადება:ავაფხვიეროთ მარგარინი და 5 ჩაის ჭიქა ფქვილი კარგად,მოვაყაროთ მწიკირი მარილი,ვანილი,შემდეგ ვუმატებთ კვერცხის გულებს მხოლოდ,ცილას ვინახავთ ბეზესათვის,ვუმატებთ ასევე არაჟანში გახსნილ 1 ჩაის კოვზ სოდას და ვზელთ ცომს, უკვე გამზადებული ცომის გუნდა შევდოთ მაციარში დაახლოებით 1 სთ ან ცოტამეტი.ამასობაში მოვამზადოთ ბეზე:ამოვიყვანოთ კვერცხის ცილა კარგად მწკირ მარილთან ერთად,ნელ ნელა დაუმატოთ შაქარი,ბოლოს ვანილი. გამოვიღოთ ჩვენი ცომის გუნდა,გავყოთ 4 ნაწილად,გავაბრტყელოთ,დავაფინოთ საცხობ ჟარონაზე გადაუსვათ ჩვენი ბეზე,მოვაყაროთ დაჭრილი ნიგოზი და ქიშმიში,შემდეგ ისევ ცომი გულსართი და ესე ავაწყოთ,თავზე გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული ცოტა სმეტანასთან ერთად,რომ კარგად მოიბრაწოს,დავჭრად სურვილისამებრ და შევაბრძანოთ ღუმელში გამოსაცხობად,ვაცხობთ 180 გრადუსზე...გემრიელად მიირთვიით:)


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев