2009 -ში , მამაჩემმა გულისპირის ჯიბით ჩამომიტანა კეჟერა ფხალის თესლი, მილანში.
მას მერე ჩემს აივანზე, ფხალი არ გამოლეულა, ერთ ძირს ყოველთვის სამომავლოდ ვიტოვებ, გაზაფხულზე აყვავილდება, აბრიალდება ყვითლად და იმდენ თესლს მაძლევს ლამისაა მაქით გამოვგზავნო. :)
აჭარაში ასე იტყვიან „ფხალი შევატეხეო“ , რაც ფხალზე საჭმლისთვის ვარგისი ფოთლების მომტვრევას ნიშნავს, ჰო და მეც, ავდექი და ბოლო მოკრეფა ფოთლები შევატეხე ჩემს ფხალს, აივანზე. დღეს ფხალობიოს ვაკეთებ! :)
ძველად, დიდი ბებია, შემოდგომაზე, საუკეთესო ფხლის ძირებს აჭრიდა გაახმობდა, მერე კი ამ გამხმარი ფხალით ჩვეულებრიბ ამზადებდნენ კერძს, თუმცა ყინვანაჭამი კეჟერა ფხალი უფრო გემრიელიაო და თანდათანობით გახმობა გადავიდა ხმარებიდან.
არ ვიცი რატომ მახსენდება, ალბათ იმიტომ რომ , ახლა მერისში ძალიან დიდი თოვლია....
ითოვებდა და ითოვებდა, აავსებდა არემარეს ქუნქულა ფიფქებით, მერე შეერეოოდა ლოდოსი, დამძიმდებოდა თოვლი დავარდებოდა და აწყლიანდებოდა. სწორედ მაშინ აქოთქოთდებოდა დედა:
სამი თავი, ყინვა ნაჭამი, ფხალი გვეყოფა, კაი ფახლობიოს ავაწუწუნებდი ახლაო, წამოავლებდა მამაჩემი ნიჩაბს ხელს, ჩაუყვებოდა ყანას ნაპირ ნაპირ და ამოყრიდა ფხალს.
ღუმელით გაღუღუნებულ ოთახში, ერთი სიამოვნება იყო გათოშილი ფხალის გარჩევა. ჩავყრიდით აქაფქაფებულ მდუღარე წყალში, საოცარი სურნელი აქვს ფხალს ხარშვისას, ცოტას მოვმწალავდით და მერე ნახევრად მოხარშულ ჩარჩაფ ლობიოსთან ერთად ჩავყრიდით მოზრდილ ქვაბში, ჩავაყოლებდით ერთ ცალ გამხმარ პიმპილს, მარილს და ვადუღებდით მოხარშვამდე. მერე კი შევკმაზავდით ნიგვზითა და ნიორით.
ხის ჯამში ჩასხმული ფხალობიო და კეციდან ახალად აყრილი მჭადი!
თუ დამიჯერებთ, ამაზე გემრიელი კერძი, არსად არაფერი მიჭამია.
მფხალობიო

/მელი თურმანიძე/

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 6