Предыдущая публикация
მე რა შემაშფოთებს ქვეყნად,
ჩემში შემოდგომა ჯერ არ დაწყებულა-
ჩემში აპრილია დღესაც.
ჩემში გაზაფხული დღემდე გაზაფხულობს,
ჩემში ენძელები ფეთქავს,
ჩემში შენი სითბო წვიმებს ამზევებს და
მზრდის და მადიდბევრებს ერთავ.
ყველა ავდრიანს და ქარბუქს შენ მიმზევებ,
ყველა დარდს მავიწყებ ქვეყნად,
შენი სიკეთე და შენი ერთგულება
მესმის,გეფიცები მჯერა.
ნეტავ შენს მეუღლეს- მე რა შემაშინებს,
მე რა შემაშფოთებს ქვეყნად,
ჩეშმი შემოდგომა ჯერ არ დაწყებულა-
ჩემში აპრილია დღესაც...
დიკა სალაყაია


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев